“ჩვენ ბოდიშიც მოვიხადეთ იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქე ასეთ რამეს კადრულობს. ჯერ ბოკერიამ და მისმა მეუღლემ გააკეთეს შეურაცხმყოფელი განცხადებები გერმანიის ელჩის მიმართ და ამას უკვე მოჰყვა ნათელაშვილის განცხადება, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა არა მხოლოდ გერმანიის ელჩს, არამედ გერმანულ სახელმწიფოს, რაც ჩვენთვის სრულიად მიუღებელია ეს არის მიუღებელი და მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიცია არის აბსოლუტურად აჭრილი და ვეღარ აკონტროლებს საკუთარ სიტყვებს.”
ირაკლი კობახიძე – უმრავლესობის წევრი
ასე ეხმაურება ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებას.
შეგახსენებთ, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ „გერმანიის ელჩს აფინანსებს ივანიშვილის რეჟიმი და მტავრობას მისი გაწვევისკენ მოუწოდა.