“გახარია-საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია “ქართული ოცნების” მიერ ვიზალიბერალიზაციის სავარაუდო შეჩერებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ “ქართული ოცნება” ცდილობს საზოგადოება შეაგუოს ევროპაში თავისუფალი, უვიზო მიმოსვლის დაკარგვას.
“გამოცხადებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში “ოცნება” ცდილობს წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში თავისუფალი, უვიზო მიმოსვლის დაკარგვას და ამას აბრალებს ყველას, საკუთარი თავის გარდა. ჩვენ ყოველთვის ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ საქართველოს მიღწევის – ევროპაში თავისუფალი უვიზო მიმოსვლის დასაცავად,”– წერს გახარია facebook-ზე.
ცნობისთვის, მმართველი პარტიდან დღეს აქტიურად კეთდება კომენტარები ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით. “ქართული ოცნების” დეპუტატის, ნინო წილოსანის თქმით, “თუ კომფორტი წინააღმდეგობაში მოდის პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი ყოველთვის რჩებოდა და დარჩება თავისი ქვეყნის პატრიოტად”.