“გერმანიის სუვერენული უფლებაა, ვის დანიშნავს ელჩად და ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნის გადაწყვეტილებას”, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე შალვა ნათელაშვილის განცხადებას.
კითხვაზე, ემიჯნება თუ არა პარტია ნათელაშვილის განცხადებას, ბარამიძემ აღნიშნა:
„არ ვიზიარებთ ამ პათოსს. ჩვენ არ მიგვაჩნია ეს განცხადება სწორად. არავის არც ვემიჯნებით და არც ვუერთდებით. ჩვენ ვთვლით, რომ გერმანიის სუვერენული უფლებაა, ვის დანიშნავს ელჩად და ვის არა. ჩვენ პატივისცემით ვეკიდებით პარტნიორი ქვეყნის გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
შეგახსენებთ, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „გერმანიის ელჩს აფინანსებს ივანიშვილის რეჟიმი, მივმართავ გერმანიის მთავრობას, გაიწვიეთ სამარცხვინო ელჩი“.