ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„სტრასბურგის სასამართლომ ჩვენი საჩივარი წარმოებაში მიიღო და ანდრო ჭიჭინაძის საქმის განხილვა დაიწყო!“ – თორნიკე მიგინეიშვილი

ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში მიმდინარე აქციებისას დაპატიმრებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის საქმის შესახებ პოსტს აქვეყნებს.

„პირველი რთული ეტაპი დაძლეულია წარმატებით! ✅
უმოკლეს ვადაში სტრასბურგის სასამართლომ ჩვენი საჩივარი წარმოებაში მიიღო და ანდრო ჭიჭინაძის საქმის განხილვა დაიწყო!
გვექნება მუდმივი კომუნიკაცია ევროპულ სასამართლოსთან“, – წერს მიგინეიშვილი.

შეგახსენებთ, ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....