თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილiს გამოკითხვა მიმდინარეობს.
ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი აცხადებს, რომ ოქრუაშვილი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე დაიბარეს, სადაც მან მისვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც, უკვე პროკურატურას მისი გამოუცხადებლობის შესახებ გადასცეს ინფორმაცია და გამოძიება დაიწყო.
შეგახსენებთ, აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.
ის ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, ან თანამდებობის დაკავების/საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ფოტო: IPN.GE