ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უშუალოდ მოკლული რომც არ იყოს, ბავშვი ხომ ამ დევნას შეეწირა?!” – გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა

„ეს არის ამოსავალი წერტილი, რომ ბავშვი რომც არ იყოს უშუალოდ მოკლული და მდინარეში გადაგდებული, ბავშვი ხომ ამ დევნას შეეწირა?! სამართლებრივი კვალიფიკაცია ამას რაიმე მიესადაგება თუ არა, ამას ჩვენ ყველა გავარკვევთ, იურისტები მაგისთვის არსებობენ რომ არკვიონ სამართლებრივი კვალიფიკაციის საქმე, მაგრამ, თუ ვკითხულობთ, რამ მოკლა გიორგი, მაშინ, რა თქმა უნდა, სიტუაციამ მოკლა და სიტუაციამ განაპირობა მისი სიკვდილი, რაც არ უნდა დადგინდეს მდინარეში აღმოჩენის მიზეზად“

მირიან ნიკოლაძე – ადვოკატი, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ბიძა

ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. ასევე, დაკავებული პირების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვნეს. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ცაუტარდა, რომლის დასკვნაც ერთ თვეში გახდება ცნობილი. თუმცა, ექსპერტის ინფორმაციით, ცხედარს  მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. გამოძიებამ უკვე არაერთი მოწმე დაკითხა, თუმცა საჯაროდ ჯერ კონკრეტულ ვერსიაზე არავინ საუბრობს.

19 წლის ფეხბურთელი ვარკეთილის სასაფლაოზე დაკრძალეს.

იტვირთბა....