aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“შაქარაშვილი მოკლეს თბილისიდან ჩასულმა, სრულწლოვანმა დამნაშავეებმა…” – გვარამია ფეხბურთელის საქმეზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

არასრულწლოვანებს შორის ჩხუბი ამ ყველაფრის მხოლოდ პირველი სერიაა. მთავარი და საშინელი – გაგრძელებაა. შაქარაშვილი მოკლეს თბილისიდან ჩასულმა, სრულწლოვანმა დამნაშავეებმა – ამის შესახებ, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ “ფეისბუქის” საკუთარ გვედრზე დაწერა.

როგორც გვარამია აცხადებს, საქმეში ფიგურანტი პირები, ქურდული მენტალობის და გავლენების, გავლენიანი მფარველების მქონენი არიან.

„ისრების გადაწევა თინეიჯერების ძველბიჭურ მენტალიტეტზე და ამის გამო მომხდარ შაქარაშვილის ტრაგედიაზე, ნარატივის სახელისუფლებო კალაპოტია. არასრულწლოვანებს შორის ჩხუბი ამ ყველაფრის მხოლოდ პირველი სერიაა. მთავარი და საშინელი – გაგრძელებაა. შაქარაშვილი მოკლეს თბილისიდან ჩასულმა, სრულწლოვანმა დამნაშავეებმა. დიახ, ქურდული მენტალობის და გავლენების, და დიახ, გავლენიანი მფარველების მქონეთ. ვინ და როგორ, რატომ არ ვიცოდით დღემდე არაფერი, რატომ მოხდა დაკავებები მხოლოდ დღეს ამდენი მძიმედ დაზარალებულის და ერთი გარდაცვლილის საქმეზე, რაში სჭირდება სიკვდილის მიზეზის დადგენას აგერ უკვე ათი დღე“, – წერს ნიკა გვარამია საკუთარ facebook გვერდზე.

ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. ასევე, დაკავებული პირების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვნეს. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ცაუტარდა, რომლის დასკვნაც ერთ თვეში გახდება ცნობილი. თუმცა, ექსპერტის ინფორმაციით, ცხედარს  მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. გამოძიებამ უკვე არაერთი მოწმე დაკითხა, თუმცა საჯაროდ ჯერ კონკრეტულ ვერსიაზე არავინ საუბრობს.

19 წლის ფეხბურთელი ვარკეთილის სასაფლაოზე დაკრძალეს.

იტვირთბა....