ახალი ამბები მთავარი ციტატა

“პოლიციელმა დაარტყა გამოკითხვის დროს. რაც ჩვენ გვინდა ის უნდა დაწეროთო” – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა

“დაარტყეს კი, პოლიციელმა დაარტყა გამოკითხვის დროს. რაც ჩვენ გვინდა ის უნდა დაწეროთო. დავინახე ვიღაცა, არ დაინახეო ყველაფერი დაწერეო. კარნახობდნენ რა დაეწერათ. 16 საათი იყო დაკითხვაზე, ღამის ოთხ საათზე გამოუშვეს. იმ დონეზე ვიყავი სიმართლის გარკვევით, ხელი არ დამიშლია. როცა სცემდნენ, რას შვები მეთქი ვუთხარი. სახეზე ვიცი ეს პოლიციელები.”

ამის შესახებ, 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე, ერთ-ერთი დაკავებული პირის მამამ განაცხადა.

ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. ასევე, დაკავებული პირების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვნეს. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ცაუტარდა, რომლის დასკვნაც ერთ თვეში გახდება ცნობილი. თუმცა, ექსპერტის ინფორმაციით, ცხედარს  მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. გამოძიებამ უკვე არაერთი მოწმე დაკითხა, თუმცა საჯაროდ ჯერ კონკრეტულ ვერსიაზე არავინ საუბრობს.

19 წლის ფეხბურთელი ვარკეთილის სასაფლაოზე დაკრძალეს.

იტვირთბა....