“ვიდრე დადგინდება გიორგის გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი, მნიშვნელოვანია, იმ ადამიანების პასუხისმგებლობის დაყენება, ვინც ჩართულები იყვნენ კონფლიქტში, რომელიც წინ უძღოდა გიორგის გარდაცვალებას. მნიშვნელოვანია გაირკვეს, ვინ გამოიწვია ეს კონფლიქტი, რომელმაც საბოლოო ჯამში განაპირობა ეს მძიმე ტრაგედია.“
მირიან ნიკოლაძე, გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა.
განაცხადა ჟურნალისტებტან საუბრისას.
შეგახსენებთ, დღეს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე რამდენიმე ახალგაზრდა დააკავეს.