ახალი ამბები მთავარი სამართალი

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე რამდენიმე ახალგაზრდა დააკავეს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ახალგაზრდები დააკავეს.

დაკავებულებს შორის მორაგბეები, შავი “ტოიოტა ქამრის” მძღოლი და მისი მგზავრი, არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე არიან. პოლიციამ ისინი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

საქმეზე ასევე დაკავებულები არიან ურთიერთდაპირისპირებაში მონაწილე მეორე მხარის მონაწილეებიც. ისინი დაშავებულები არიან, რომლებსაც, სავარაუდოდ, მორაგბეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცავებმა ისინი საცხოვრებელ სახლებში დააკავეს.

თბილისში სწორედ მათ ჩამოიყვანეს გიორგი შაქარაშვილის მეგობარი გურამ ამირხანაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვნეს. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ცაუტარდა, რომლის დასკვნაც ერთ თვეში გახდება ცნობილი. თუმცა, ექსპერტის ინფორმაციით, ცხედარს  მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. გამოძიებამ უკვე არაერთი მოწმე დაკითხა, თუმცა საჯაროდ ჯერ კონკრეტულ ვერსიაზე არავინ საუბრობს.

19 წლის ფეხბურთელი ვარკეთილის სასაფლაოზე დაკრძალეს.

 

იტვირთბა....