ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ისეთი ამბავი იქნება, არავის რომ არ უნახავს საქართველოში” – გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა

“ბავშვს დაზიანებები ზოგადად აქვს მთელ ტანზე, როგორც სახის არეში, ისე ტანზე. მაგრამ მნიშვნელოვანია, როდის მიიღო ეს დაზიანებები, სიცოცხლის პერიოდში, თუ სიკვდილის შემდეგ. გაძლევთ გარანტიას, რომ ამბავი იქნება ისეთი, როგორიც არ უნახავს ჯერ საქართველოს, არაფერზე გამჩერებელი არავინ არ არის.”

მირიან ნიკოლაძე – გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა

შეგახსენებთ, რომ მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვნეს. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, რომლის დასკვნაც ერთ თვეში გახდება ცნობილი. თუმცა, ექსპერტის ინფორმაციით, ცხედარს  მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. გამოძიებამ უკვე არაერთი მოწმე დაკითხა, თუმცა საჯაროდ ჯერ კონკრეტულ ვერსიაზე არავინ საუბრობს.

იტვირთბა....