ახალი ამბები მთავარი სამართალი

“იმ ჯებირიდან ჩავარდნილმა ადამიანმა გზა გაიკვალოს, თან დამტვრეულმა და მდინარემდე მივიდეს, სისულელეა”- შაქარაშვილის ახლობელი ახალ დეტალებს ყვება

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ახლობელი ნიკა ჯაჭვაძე აცხადებს, რომ ექსპერტიზის ბიუროდან გადმოსვენების შემდეგ ფეხბურთელს თავის ქალა ჰქონდა ჩამტვრეული და სხვეულზე სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებოდა.

როგორც ნიკა ჯაჭვაძე “პალიტრანიუსთან” საუბრისას ამბობს, შაქარაშვილის გარდაცვალებაზე ახლობლებს არაერთი ვერსია აქვთ, ყველაზე მეტად კი ფიზიკური დაპირისპირების შდეგად სასიკვდილოდ მიყენებული დაზიანებებზე ვარაუდობენ.

“ბიჭები, ვინც იყვნენ სახლში ასულები, იძახიან, რომ თავის ქალა აქვს ჩამტვრეული და დაზიანებები აქვს მიყენებული. მაგრამ თავის ქალის ჩამტვრება დარტყმით მოხდა, გადავარდნით თუ დაცემით, მაგაზე ჩვენ ვერაფერს ვიტყვით, რადგან ერთი ვარიანტიც შესაძლოა არსებობდეს და მეორეც. ასეთი ვარიანტიცაა, რომ ჯებირიდან ჩავარდა და დაიმტვრა, ან თავი რამეს ხომ არ დაარტყა, მაგრამ მეორე ვარიანტიცაა და რატომ უნდა გამოვრიცხოთ ეს ვარიანტი, რომ ფიზიკური დაპირისპირების დროს ვინმემ რამე ჩაარტყა. ამას არ გამოვრიცხავთ და ვერსიებიდან 70-80% უფრო მაგას ვარაუდობთ,”- აცხადებს ნიკა ჯაჭვაძე.

ამასთან, როგორც ფეხბურთელის ახლობელი ყვება, იმ ჯებირიდან, საიდანაც შაქარაშვილის კვალი იკარგება, გადავარდნა და ამ გზით გარდაცვლილის მდინარეში მოხვედრა შეუძ;ებელი იყო.

“რაც შეეხება თავად მაგ ადგილეს, მაგ ადგილიდან რომ გადავარდეს ადამიანი, ჯერ უნდა დაგორდეს, ყველა ვარიანტში დაიმტვრევა, მიიღებს სერიოზულ დაზიანებებს და ადამიანი წყლამდე ვერც მიაღწევს, რადგან წყლამდე ბევრი ხე და ბუჩქია, ასევე, სინკარებები და ბეტონის ნარჩენები ყრია… გარდა ამისა, ხევში ჩასვლიდან დაახლოებით 50 მეტრია სასიარულო წყლამდე. შესაბამისად, იმ ჯებირიდან ჩავარდნილმა ადამიანმა გზა გაიკვალოს, თან დამტვრეულმა ადამიანმა და მდინარემდე მივიდეს, სისულელეა. თუ ბავშვი გადახტა, მდინარეში როგორ აღმოჩნდა, ის 50 -60 მეტრზე ვერ შევიდოდა. თან ბავშვს პანიკურად ეშინოდა სიბნელისა და წყლის და რატომ უნდა გადაეწყვიტა გიორგის, რომ გაეცურა მდინარეში? ცურვა რომ სცოდნოდა, კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ გამორიცხულია ეს. თუ განვიხილავთ ვერსიას, რომ ბავშვი ჩავარდა ხრამში და დაიმტვრა, ის მდინარემდე ხომ ვერ მივიდოდა, რანაირად აღმოჩდა მდინარემდე, როცა დამტვრევის მოენტში სიარულს ვეღარ შეძლებდა?!”განაცხადა  ნიკა ჯაჭვაძემ.

შეგახსენებთ, რომ მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვნეს. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ცაუტარდა, რომლის დასკვნაც ერთ თვეში გახდება ცნობილი. თუმცა, ექსპერტის ინფორმაციით, ცხედარს  მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. გამოძიებამ უკვე არაერთი მოწმე დაკითხა, თუმცა საჯაროდ ჯერ კონკრეტულ ვერსიაზე არავინ საუბრობს.

იტვირთბა....