“ევროპულ საქართველოს“, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ დავარქვი პოლიტიკური ფინტაობა – მატაობენ, ფინტაობენ და გოლი ვერ გააქვთ. „ქართული ოცნება“ პროცესიდან თავის დაძვრენას ცდილობდა და საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ მათ ინტერესში შედიოდა ცვლილებების ისე ჩაგდება, რომ ეს დაბრალებოდა „ევროპულ საქართველოს“, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ასე ფინტაობაში გაატარებდნენ დროს. რეალურად, ჩვენ მიერ მყარად დაფიქსირებული პოზიცია ორ თანავარსკვლავედს გასაქანს არ აძლევს, რომ მათ გარკვეული პოლიტიკური ხრიკები აწარმოონ.”
ლევან კობერიძე – დამოუკიდებელი დეპუტატი
ამის შესახებ, ლევან კობერიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრასთან დაკავშირებით განაცხადა.