პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა.
სხდომაზე რეგისტრაცია 119-მა დეპუტატმა საარჩევნო სისტემის ცვლილების პროექტს მხარი 115-მა დაუჭირა. წინააღმდეგ კი 3 წავიდა.
საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენაში მონაწილეობა არ მიიღო “ევროპულმა საქართველომ.”
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით 21 ივნისს დაამკტიცა. პირველ მმოსმენაზე რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. ცვლილებების წინააღმდეგ 5 დეპუტატი წავიდა.
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიები ცვლილებების განხილვაში მონაწილეობაზე უარს აცხადებდნენ, ვიდრე გიორგი რურუა არ გათავისუფლდებოდა. განხილვამდე “ევროპულმა საქართველომ” პოზიცია შეიცვალა და პირველ მოსმენაში კენჭისყრაში მონაწილეობა და ცვლილებებისთვის მხარის დაჭერა გადაწყვიტა. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, მან ბოიკოტი გამოაცხადა და მონაწილეობა არცერთი მოსმენის კენჭისყრაში მიიღო.