მთავარი ციტატა

“ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ვერ ეღირსებიან, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩავარდეს” – კობახიძე

“ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ვერ ეღირსებიან, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩავარდეს. მათ იციან, რომ არჩევნებში არც ასეთი და არც ისეთი სისტემით არავითარი შანსი არ აქვთ. არავის შერჩება ის, რომ ისინი ელჩების წინააღმდეგ მიდიან. ეს ისე არ გაივლის, რომ ამაზე რეაგირება არ მოხდეს.”

ირაკლი კობახიძე –  “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანაი.

ამის შესახებ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი და მეორე მოსმენით უკვე დაამტკიცა. მესამე მოსმენა კი 29 ივნისს ჩატარდება.

იტვირთბა....