“ძალიან მარტივია ამ შემთხვევაში “ქართული ოცნების” მოტივაციის მიზეზები. ივანიშვილს შეეშინდა სანციებისა და იმ კონკრეტული შედეგების, რაც მოჰყვებოდა ცვლილებების ჩაგდებას. ჩვენ გვყავს ადამიანი, რომელიც მოქმედებს ინსტიქტებით და ეს ინსტიქტები არის შიში. თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს ის.”
თინა ბოკუჩავა – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი
ამის შესახებ თინა ბოკუჩავამ “დღის ამბებში” განაცხადა.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. სხდომაზე რეგისტრაცია 119-მა დეპუტატმა საარჩევნო სისტემის ცვლილების პროექტს მხარი 115-მა დაუჭირა. წინააღმდეგ კი 3 წავიდა. პირველი მოსმენისგან განსხვავებით დრევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო “ევროპულმა საქართველომ.”