ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე გამოძიება ხარვეზებით ჩატარდა, ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანთა უფლებების ცენტრი ავრცელებს.
“საქმის დაწყების პირველივე მომენტიდან, აშკარა ჩარევა განხორციელდა კონკრეტული თანამდებობის პირების, შეეშალა ხელი მთელი საქმის გამოძიებას და გვახსოვს, რომ ოჯხს გვერდით დაუდგა არა მხოლოდ კონკრეტული ორგანიზაცია, არამედ მთელი საზოგადოება გაერთიანდა და ამან გახადა შესაძლებელი, რომ მოხდა გარკვეული ძვრა, სხვა შემთხვევაში ისევე მიიჩქმალებოდა, როგორც ბევრი სხვა”, – ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის ანალიტიკოზი ლაზარე ჯიბლაძე.
შეგახსენებთ, ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში 25 თებერვალს დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.