ახალი ამბები მთავარი სამართალი

მოსამართლემ მიხეილ კალანდია სარალიძის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო

სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმეზე განაჩენი გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც ის დამნაშავედ ცნო.

მოსამართლემ ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთის სახით 15 წელი შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, 11 წლითა და 3 თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. ბრალდებულის მამა აცხადებს, რომ ეს საქმე პოლიტიზებულია და დადასტურდა, რომ მოსამარლე პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს.

21 თებერვალს სასამართლო სხდომაზე დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარე წარსდგა. სხდომაზე სიტყვით პირველად წარსდგა თავად ბრალდებულიც, რომელმაც ხორავას ქუცაზე მომხდარი ინციდენტის დეტალებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

იტვირთბა....