ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოცნებაში თუ იზეიმებენ, დაემსგავსებიან ბოლშევიკებს”- უგულავა საკონსტიტუციო ცვლილებებზე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი იდერის, გიგი უგულავას განცხადებით, “ქართული ოცნება” ახლა იმ პრობლემის მოგვარებაზე აკეთებს აქცენტს, რომელიც თავის დროზე თავად შექმნა.

როგორც უგულავამ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა, “ქართულმა ოცნებას” ცვლილებების მეორე

“უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენელი რეპლიკა მოვისმინე, ჩერჩილის გამოთქმა გამახსენდა ბოლშევიკებზე. ბოლშევიკები უცნაური ხალხია, თავად ქმნიან პრობლემას და მერე მსოფლიოს აცნობენ, რომ ეს პრობლემა თავად მოაგვარეს, რომელიც თავად შექმნეს. ახლაც “ოცნებაში” პრობლემა შექმნეს მათ, მერე მათ საერთაშორისო პარტნიორებიც გადააგდეს და ცააგდეს კანონპროექტი,”- აცხადებს უგულავა.

უგულავას თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ აღებული პოლიტიკური პასუხისმგებლობა იყო.

ეს რაც დღეს ხდება, არის “ოცნების” პოლიტიკური ვალდებულება საკუთარი მოსახლეობისა და პარტნიორების მიმართ, ამიტომ, აქ რამე სავიდენდო არაფერი არ აქვს. თუ იზეიმებენ, დაემსგავსებიან ბოლშევიკებს,”- აცხადებს გიგი უგულავა.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. სხდომაზე რეგისტრაცია 119-მა დეპუტატმა საარჩევნო სისტემის ცვლილების პროექტს მხარი 115-მა დაუჭირა. წინააღმდეგ კი 3 წავიდა. პირველი მოსმენისგან განსხვავებით დრევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო “ევროპულმა საქართველომ.”

 

 

იტვირთბა....