“გავრილოვი ნავთს ასხამს იმ ცეცხლზე, რომლის დანთებასაც ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს. მარტივი ლოგიკის მიყოლით შეგვიძლია, გამოვიტანოთ დასკვნა, ვინ ანთებს ცეცხლს, ვინ უსხამს ცეცხლზე ნავთს, სად ხდება ინტერესთა თანხვედრა. შეთქმულების თეორიებს რომ თავი დავანებოთ, სად არის ინტერესთა თავსებადობა „ნაციონალური მოძრაობის“ და რუსეთის დუმის დეპუტატის ასეთი თავხედური განცხადების, ალბათ მარტივი აღსაქმელია.”
მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
აღნიშნული განცხადებით, მდინარაძე გამოეხმაურა რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის განცხადებას, რომლის თანახმადაც, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მორიგი მცდელობა ფარსი აღმოჩნდა.