ახალი ამბები მთავარი სამართალი

“გური ბუჩქებში გადახტა, გიორგიმ კი ხიდის ქვეშ ჩაირბინა”- შაქარაშვილის ახლობლები ახალ დეტალებს ყვებიან

დაკარგული გიორგი შაქარიშვილის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება მოწმეებს კითხავს, რომლებიც ფეხბურთელთან ერთად წვეულებაზე იმყოფებოდნენ.

ასევე, შაქარაშვილის ახლობლები ჟურნალისტებთან ახალ ტეტალებზე საუბრობენ.

როგორც ირკვევა, დაბადების დღეზე ჩხუბი და არეულობა გიორგისა და მისი მეგობრების მისვლამდე იყო დაწყებული. ხოლო,  აგარაკზე, დაპირისპირების შემდეგ დახმარების მიზნით რამდენიმე მანქანა ავიდა.

ახლობლები ყვებიან, რომ შაქარაშვილმა და მისმა მეგობარმა გური ამირხანაშვილი თავი აარიდეს დაპირისპირებას და აგარაკიდან წამოვიდნენ, მათთან ერთად კიდევ რამდენიმე პირი იმყოფებოდა.

“აგარაკზე  უკვე დაძაბული სიტუაცია იყო. როდესაც მივიდნენ დაბადების დღეზე, არ ვიცი ფიზიკური დაპირისპირება იყო თუ სიტყვიერი. ჩვენც მოსმენილი ვერსიები ვიცით. გიორგიმ და გურიმ აგარაკი დატოვეს. გურის აღენიშნება დაზიანებები, ეკლებისგაან აქვს ნაკაწრები მიყენებული, რადგან ის დამალვის მიზნით გადახტა ბუჩქში. გიორგიმ კი ჩაირბინა ხიდის ქვეშ და მისი კვალი გაქრა,”- აცხადეს შაქარაშვილის ახლობელი.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც დაპირისპირების დროს ისინი გაიქცნენ, მათ დაედევნენ და შაქარაშვილის მეგობარი ჩასვეს ავტომობილში, თავად მაქარაშვილის კვალი კი გაქრა არაგვის მიმდებარე ტერიტორიიდან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მეოთხე დღეა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილს ეძებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ოჯახმა გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღების თანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

დაკარგული გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

 

 

 

იტვირთბა....