მთავარი სამართალი

დაკარგულ ფეხბურთელს გიორგი შაქარაშვილს მაშველები მდინარეებში მეოთხე დღეა ეძებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მეოთხე დღეა განაგრძობს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში ჩართული 70 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის მყვინთავთა ჯგუფი – 7 გასაბერი ნავით. საძიებო. საძიებო პროცესში ჩართულია ორი ექოლოტი, რომლებითაც ხდება წყლის ფსკერის დათვალიერება. მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა. დრონის საშუალებით მიმდინარეობს ტერიტორიის მონიტორინგი. ცოცხალი ძალა მუშაობს როგორც წყალში, ასევე მდინარეების სანაპიროებზე.

მცხეთაში დაკარგული გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვარსა და არაგვზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ოჯახმა გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღების თანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

დაკარგული გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

 

იტვირთბა....