“მზად ვართ, შევხვდეთ ნებისმიერ ოჯახს, სადაც დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევა. შეუძლებელია და სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს საქმე, როდესაც ხდება გაყალბება სამედიცინო ისტორიის, მით უმეტეს პანდემიის ფონზე”
მარიამ ჯაში, დეპუტატი
ამის შესახებ მარიამ ჯაშმა “მთავარ არხთან” საუბრისას განაცხადა
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარნეულში ერთ-ერთ ოჯახთან ჯერ ექიმები, შემდეგ კი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მივიდნენ და 10 ათასი ლარი შესთავაზეს მხოლოდ იმისთვის, რომ გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსი ჩაეწერათ – ინფორმაცია “მთავარმა არხმა” გაავრცელა.