მარნეულში მცხოვრები ქალბატონი აცხადებს, რომ მისი შვილი ორი კვირის წინ გულის დაავადების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. ოჯახთან კი ჯერ ექიმები, შემდეგ კი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მივიდნენ და 10 ათასი ლარი შესთავაზეს მხოლოდ იმისთვის, რომ გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსი ჩაეწერათ – ინფორმაციას ამის შესახებ “მთავარი არხი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია იმ რეგიონებში, სადაც კოვიდ 19 ყველაზე მეტად იყო გავრცელებული.
ერთ-ერთი ადგილობრივის განცხადებით, ბოლო დროს, მარნეულში თითქმის ყველა ოჯახში მიდიან, სადაც მიცვალებულია და რა მიზეზითაც უნდა იყოს გარდაცვლილი კორონავირუსის ჩაწერას სთავაზობენ.
ადგილობრივები ფაქტს მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებენ და ფიქრობენ, რომ მმართველ გუნდს პანდემიური ვირუსის სწორედ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება სურს.