“ვიდრე 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტი არ არის შესრულებული, ქვეყანაში გვყავს პოლიტპატიმრები, ჩვენ არ შეგვიძლია ვისაუბროთ რაიმე სახის წინსვლაზე დემოკრატიის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია და მისი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. თუმცა, თუ რაიმე შეიცვლება შემდეგ მოსმენებამდე, გადავხედავთ ჩვენ გადაწყვეტილებას. ჩემზე, ერთ ხმაზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, შესაძლოა, მიმეღო სხვა გადაწყვეტილება. მაგრამ ვინაიდან საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩვენი ხედვით საფრთხე არ ექმნება, ივანიშვილს გეგმა ჩაუვარდა, თუ ამ ცვლილების ჩაგდებას გეგმავდა”
სალომე სამადაშვილი, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი
“პირველი არხი”
შეგახსენებთ, საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს – ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დღეს, 21 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ – ცვლილებებს დასამტკიცებლად სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.