“ვნახეთ, რა ხდებოდა, სანამ ჩატარდებოდა არჩევნები. ტყუილები და დეზინფორმაცია ვრცელდებოდა როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე რუსეთის მთავრობის მიერ”, – ამის შესახებ ევროპრლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ სტრასბურგში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ევროდეპუტატის თქმით, საქართველოში, მათი აზრით, არჩევნები არ ჩატარდა სამართლიანად.
“ჩვენ, როგორც ევროპარლამენტის მისიის წარმომადგენლებს, გვინახავს არაერთი მანიპულაციის მეთოდი არჩევნებში. რა თქმა უნდა, თქვენ გინახავთ ეუთოს, ევროკავშირის ანგარიშები და იცით, რომ ჩვენი აზრით ეს არჩევნები არ ჩატარდა სამართლიანად.
ჩვენ ასევე ვნახეთ, რა ხდებოდა, სანამ ჩატარდებოდა არჩევნები. ტყუილები და დეზინფორმაცია ვრცელდებოდა როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე რუსეთის მთავრობის მიერ, რათა მოატყუონ ქართველი მოქალაქეები. ჩვენ ვიცით, რომ ქართველი მოქალაქეები ძირითადად პროდასავლურად და პროევროპულად არიან განწყობილი, თუმცა ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ ევროკავშირისათვის ხმის მიცემა ავტომატურად ნიშნავს „გლობალური ომის პარტიისათვის“ ხმის მიცემას. ჩვენთვის შეიძლება ეს ძალიან სულელურად ჟღერდეს, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სჯერათ არის და ეს ინფორმაცია ვრცელდება ადამიანების მიერ, რომლებიც აღვნიშნეთ. მაგალითად ბატონი კობახიძე, რომელიც არის ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელიც ამ შეთქმულების თეორიის ავტორია.
მინდა დავეხმარო ქართველებს, რომ შეინარჩუნონ ევროპული მომავალი“, – განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.