ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ე.წ. პარლამენტის ე.წ. დეპუტატები შევიდნენ პარლამენტში და ჩაატარეს “მონობის რიტუალი“ – ქეთი აბულაძე

ე.წ. პარლამენტის ე.წ. დეპუტატები, რომლებმაც ქვეყანა დიდი ხანია გაყიდეს და ხალხს უღალატეს, შევიდნენ პარლამენტში და ჩაატარეს მონობის რიტუალი, – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა, ქეთი აბულაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილმა წაართვა ახლაგაზრდობა და ართმევს მომავალს.

“ამიტომ, ფიზიკურად არ შემიძლია ვიყო სახლში“, – განაცხადა მან.

ე.წ. პარლამენტის ე.წ. დეპუტატები, რომლებმაც ქვეყანა დიდი ხანია გაყიდეს და ხალხს უღალატეს, შევიდნენ პარლამენტში და ჩაატარეს მონობის რუტუალი, რომელში მონაწილოებასაც ქართველი ხალხი არ აპირებს. მე არ მაქვს განცდა, რომ ჩვენი ბრძოლა დამთავრდებოდა გუშინ, ან დამთავრდება ხვალ. ეს გრძელი გზაა, სადაც იქნება ბევრი ცრემლი, იემდგაცრუბეა, ძალდობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ, არ ვაპირებთ რუსეთს დავუთმოთ ეს ქვეყანა“, – განაცხადა აბულაძემ.

იტვირთბა....