ახალი ამბები მთავარი სამართალი

“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” გაბუნიას საქმეზე გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვს

საერთაშორისო ორგანიზაცია  „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის საქმის გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვს.

ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს ჟურნალისტის უსაფრთხოება.

როგორც ორგანიაზიის განცხადებაში წერია,  კადიროვი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ერთგული მოკავშირეა, ხშირად ემუქრება ჟურნალისტებს და მათ გაჩუმებას ცდილობს.

ცნობისთვის, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო  ჩამოსული. .მომხდარის მიზეზი გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.

მომხდართან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოფიციალური ინფორმაციაც გაავრცელა, სადაც ადასტურებს, რომ ჩეჩენი მოქალაქის დაკავება შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე მოხდა.

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი  მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა: “თუ ვინმე ჩემი ბრძანებით მოქმედებს, ის მას აუცილებლად ასრულებს”.

იტვირთბა....