მთავარი ციტატა

“არ შემიძლია არ გამოვეხმაურო პუტინის კლასტერის წარმომადგენლის, გახარიას განცხადებას – სამარცხვინო პრემიერი ჰყავს ქვეყანას”

“არ შემიძლია არ გამოვეხმაურო პუტინის კლასტერის წარმომადგენლის, გახარიას განცხადებას. სამარცხვინო პრემიერ-მინისტრი ჰყავს ქვეყანას. დღეს გიორგი გახარიამ გააკეთა განცხადება და გვითხრა, რომ მეორეხარისხოვანი ყოფილა თურმე, მაკო გომურს დამიზნებით ესროდნენ თუ არა, თვალი ამოთხარეს თუ არა, ყოფილა მეორეხარისხოვანი. დღეს ეს ადამიანი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი”

ლევან სამუშია, “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი

TV პირველი, გადაცემა “რეაქცია”

“20 ივნისთან დაკავშირებით უამრავი კითხვა იქნება- ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით, ეს ყველაფერი ჩემთვის პირადად არის მეორეხარისხოვანი. ჩემთვის მთავარი ისაა, რო 20 ივნისიდან ერთი წელი გავა, ორი თუ მრავალი წელი გავა, იმ დღეს იყო ქმედება, რომლითაც შსს-მ და სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა აარიდა”, – ცნობისთვის, ეს განცხადება გიორგი გახარიამ დღეს გააკეთა.

იტვირთბა....