“20 ივნისთან დაკავშირებით უამრავი კითხვა იქნება- ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით, ეს ყველაფერი ჩემთვის პირადად არის მეორეხარისხოვანი. ჩემთვის მთავარი ისაა, რო 20 ივნისიდან ერთი წელი გავა, ორი თუ მრავალი წელი გავა, იმ დღეს იყო ქმედება, რომლითაც შსს-მ და სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა აარიდა. ეს იყო პარლამენტზე შტურმი, რომელიც სამართალდამცავმა სისტემამ არ დაუშვა.”
გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ამის შესახებ გიორგი გახარიამ ჟრნალისტებთან 20 ივნისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
შეგახსენებთ, 20 ივნისს “გავრილოვის ღამიდან” ერთი წლის შემდეგ რუსთაველის გამზირზე აქციის მოწყობა იგეგმება.