თბილისში, ბულაჩაურის ქუჩაზე საგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთმანეთს საპატრულო პოლიციისა და ჟურნალისტის მანქანა დაეჯახა.
მომხდარ ფაქტს “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ. უწყების ცნობით, მსუბუქადაა დაშავებული ორივე ავტომობილის მძღოლი .
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღძრა, რაც გულისხმობს სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც სიცოხლის დაზიანება გამოიწვია.