მთავარი ციტატა

“ივანიშვილმა გასცა ბრძანება, რომ ეს ამბავი “ნაციონალურ მოძრაობას” უნდა შეეტენოს” – ზურაბიშვილი გაბუნიას საქმეზე

“დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად, რომ ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ისევე მისდის მობილურზე მესიჯი რა უნდა თქვას, როგორც ნებისმიერ დეპუტატს. პრეზიდენტი ვარო კი იძახის, მაგრამ ის პრეზიდენტად მუშაობს რეალურად. რა ილაპარაკოს და რა არა მას განუსაზღვრავს სხვა. აქ არის მთელი პრობლემა, რომ ერთი კაცის შიშებზე, სიზმრებზე თუ წარმოდგენებზე და მის არაკვალიფიციურ ხედვებზე პოლიტიკის მიმართ არის ყველაფერი დამოკიდებული. ყველა ეს ადამიანი, ვინც ლაპარაკობს, არ ელაპარაკება ხალხს, საზოგადოებას. ისინი ყველანი ადასტურებენ ერთგულებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რადგან ბიძინა ივანიშვილმა გასცა ახლა ბრძანება, რომ ეს ამბავი უნდა „შეეტენოს“ „ნაციონალურ მოძრაობას“, უნდა დაბრალდეს მათ. როგორ დაბრალდეს და რანაირად, იტეხოს თავი კობახიძემ და ზურაბიშვილმა”

დავით ზურაბიშვილი, “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი

“ფორმულა”

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე გამოძიებიდან გამომდინარე შეფასებას არ გააკეთებს.

ცნობისთვის, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.მომხდარის მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი  მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა: “თუ ვინმე ჩემი ბრძანებით მოქმედებს, ის მას აუცილებლად ასრულებს”.
იტვირთბა....