საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის განცხადებას და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე გამოძიებიდან გამომდინარე შეფასებას არ გააკეთებს.
პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მომხდარ ფაქტტან დაკავშირებით გამოძიება სათანადოდ ჩატარდება.
„კადიროვის განცხადებებზე ნამდვილად არ გავაკეთებ კომენტარებს. მე გავაკეთე განცხადება, რომ პირველ რიგში, მადლიერი ვარ იმის, რაც გაკეთდა, რადგან ადამიანისა და ჟურნალისტის უსაფრთხოება იყო დაცული და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ყველასთვის და იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა. დანარჩენი არის გამოძიების საქმე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი იქნება სათანადოდ გამოძიებული“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
ხოლო, იყო უკავშირდება თუ არა მომხდარი ფაქტი რუსეთს, ზურაბიშვილის თქმით, მას არ აქვს უფლება, რომელიმე ქვეყანა დაუსაბუთებლად დაადანაშაულოს.
“ცოტა პასუხისმგებლობით ვისაუბროთ. მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი. არ მაქვს არანაირი უფლება, რომ დავადანაშაულო რომელიმე სხვა ქვეყანა, ვიდრე არ გვეცოდინება, გამოძიების დასკვნით რა მოხდა და როგორ მოხდა. აქ რომ არის ძალიან ბევრი საეჭვო კითხვა, ამაში ყველა ვთანხმდებით. არ მაქვს უფლება და ვერ გამომიტყუებთ ამაში, რომ ვინმეს დავადო თითი,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა: “თუ ვინმე ჩემი ბრძანებით მოქმედებს, ის მას აუცილებლად ასრულებს.