“შეიძლება უცნაურია და ვიღაცამ თქვას, ვერ არის ეს ბიჭი, მაგრამ კადიროვი ჩემთვის არის კომიკური ფიგურა, პუტინი არ არის კომიკური ფიგურა. მას აქვს ძალაუფლება, რომელსაც ცუდად იყენებს. კადიროვი კომიკური ფიგურაა თავისი ვიზუალით და საუბრით დაწყებული და ყველაფრით დამთავრებული, თუმცა საფრთხე კომიკური არ არის. სიკვდილის შიში არ მაქვს და კადიროვი ამით ვერ შემაშინებს, თუმცა ვიცი, რომ ეს მხოლოდ მე არ მეხება. ცოცხლად მუხლებზე დაჩოქილს ვერ მნახავს ვერც კადიროვი და ვერც მისი პუტინი”
გიორგი გაბუნია, ჟურნალისტი
TV პირველი, გადაცემა “რეაქცია”
შეგახსენებთ, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.
მომხდარის მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა: “თუ ვინმე ჩემი ბრძანებით მოქმედებს, ის მას აუცილებლად ასრულებს”.