“მე მაგალითად, ეს სიახლე არ გამკვირვებია, რომ გარკვეული ეფექტი დიახ, “დექსამეტაზონს” აქვს კოვიდის მკურნალობის პროცესში. ჯერ კიდევ 20-30 წლის წინ ინტენსტიციური პნევმონიების დროს ჩვენ “დექსამეტაზონს” ვიყენებდით, თუმცა ახლა ინგლისელებმა გამოაქვეყნეს საკმაოდ სერიოზული დაკვირვებითი კვლევები ამ საკითხზე. სასიამოვნოა, თუ “დექსამეტაზონი” შედეგს დადებს. მე მივესალმები ამას.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი
აღნიშნულით გამყრელიძე “ინტერპრესნიუსთან” კოვიდინფიიცრებულ პაციენტებთან სამკურნალოს პრეპარატ “დექსამეტაზონის” გამოყენებასთან დაკავშრებით ბრიტანელი ექსპერტების დასკვნას ეხმიანება.
ცნობისთვის, ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩატარებული კლინიკური ცდების შემდეგ განაცხადეს, რომ კოვიდინფიცირებულებთან პრეპარატ “დექსამეტაზონის”გამოყენება სავენტილაციო აპარატზე მიერთებული პაციენტებისთვის გარდაცვალების რისკს სამჯერ ამცირებს, ხოლო ჟანგბადის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მყოფთათვის – სიკვდილის რისკი ხუთჯერ იკლებს.