დექსამეტაზონს შეუძლია გადაარჩინოს მილიონობით პაციენტი, რომლებიც COVID-19-ის გამო უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან – ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანელი ექსპერტები ავრცელებენ.
მათივე ცნობით, დაბალი დოზის სტეროიდული მკურნალობა უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში არის მთავარი მიღწევა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული წამლის გამოყენება სავენტილაციო აპარატზე მიერთებული პაციენტებისთვის გარდაცვალების რისკს სამჯერ ამცირებს, ხოლო ჟანგბადის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მყოფთათვის – სიკვდილის რისკი ხუთჯერ იკლებს.
კვლევაში, რომელშიც ოქსფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო ჯგუფმა ჩაატარა, 2000 კოვიდ ინფიცირებულ პაციენტზე გამოსცადეს დექსამეტაზონი, ხოლო დანარჩენ 4000-ს კი აღნიშული წამლით არ უმკურნალეს.
დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ ვენტილატორებზე მყოფი პაციენტებისთვის კოვიდ 19-ისგან გარდაცვალების რისკი 40 %-იდან 28 %-მდე მცირდება.
„ეს ნამდვილად სასარგებლოა. დექსამეტაზონით მკურნალობა 10 დღემდე გრძელდება და ერთი პაციენტის შემთხვევაში თანხა 5 ფუნტს შეადგენს. ძირითადად , სიცოცხლის გადასარჩენად 35 ფუნტ სტერლინგია საკმარისი. ეს არის წამალი, რომელიც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული“- განაცხადა პროფესორმა მარტი ლაუნდრიმ.