ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ქილერი რომ ასე უბან-უბან დადიოდეს და იარაღს ითხოვდეს, ეს უკვე სასაცილოა”- არეშიძეს დაკავებულ ბოკოვზე უკრაინიდან ინფორმაცია მიაწოდეს

სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელის მამუკა არეშიძის განცხადებით,   “მთავარი არხის” ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობასთან დაკავსირებით მას ჰქონდა ჰქონდა კომუნიკაცია უკრაინაში ინგუშურ სათვისტომსთან და სუს-ის მიერ დაკავებულ ვასამბეგ ბოკოვზე ინფორმაცია მიაწოდეს.

როგორც მამუკა არეშიძემ “ღამის კურიერში”  განაცხადა, მიწოდებული ინფორმაციით, ბოკოვი არ არის აქტიური ადამიანი და განსაკუთრებით არაფრით გამოირჩეოდა.

ამასტან, არეშიძის თქმით, სასაცილოა, როცა “ქილერი”  უბან-უბან დადის და იარაღს ითხოვს.

“ეს კონკრეტული შემთხვევა სხვანაირია. ქილერი რომ ასე  უბან-უბან დადიოდეს და იარაღს ითხოვდეს, ეს უკვე სასაცილოა. ქილერი, რომელიც ამხელა ფიგურის მიერ არის ხელდასმული. რაღაც არარეალურად გამოიყურება ეს ყველაფერი. რა გარანტია ჰქონდა მას, რომ ვისაც მიადგებოდა იარაღის საყიდლად, ის არ იქნებოდა,  ვთქვათ ინფორმატორი სპეცსამსახურების. თვითონ ამ პიროვნების ყოფნა საქართველოში, მისი გადაადგილება, მისი კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან, ძალიან ბევრ ადამიანთან ჰქონდა კომუნიკაცია. ბევრგან დატოვა თავისი კვალი. მე არ გამოვრიცხავ, რომ მის უკან სხვებიც იდგნენ. თვითონ ეს არ ტოვებს დავალების შემსრულებლის შთაბეჭდილებას,” – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

შეგახსენებთ, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა და ის  საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული. მომხდარის მიზეზი გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.
ფაქტს, გიორგი გაბუნიაც ეხმაურება, გაბუნიას თქმით, მან იცოდა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მას უთვალთვალებდნნე და დაცვაც გააძლერა.

მომხდართან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოფიციალური ინფორმაციაც გაავრცელა, სადაც ადასტრებს, რომ ჩეჩენი მოქალაქის დაკავება შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე მოხდა.

იტვირთბა....