ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“ეს დიდებული სიახლეა”- “ჯანმო” კოვიდინფიცირებულებში “დექსამეტაზონის” გამოყენების შედეგებზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კოვიდინფიიცრებულ პაციენტებთან სამკურნალოს პრეპარატ “დექსამეტაზონის” გამოყენებასთან დაკავშრებით ბრიტანელი ექსპერტების დასკვნას ეხმიანება.

“ჯანმოს” გენერალურმა დირექტორი ტედროს ადჰანო რეპარატ “დექსამეტაზონის” გამოყენების პირველადი კლინიკური ცდების შედეგებს  „დიდებული სიახლეს” უწოდებს.

„ეს მკურნალობის პირველი მეთოდია, რომელმაც „კოვიდ 19“-ით დაინფიცირებულ იმ პაციენტებში, რომლებიც ჟანგბადს ან ხელოვნურ სუნთქვას საჭიროებენ, სიკვდილიანობის დონის მნიშვნელოვანი შემცირება აჩვენა. ეს დიდებული სიახლეა, ვულოცავ დიდი ბრიტანეთის მთავრობას, ოქსფორდის უნივერსიტეტს და დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოებსა და პაციენტებს, რომლებმაც ამ სამეცნიერო გარღვევაში წვლილი შეიტანეს,“- განაცხადა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

ცნობისთვის, ქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა  ჩატარებული კლინიკური ცდების შემდეგ განაცხადეს, რომ კოვიდინფიცირებულებთან პრეპარატ “დექსამეტაზონის”გამოყენება სავენტილაციო აპარატზე მიერთებული პაციენტებისთვის გარდაცვალების რისკს სამჯერ ამცირებს, ხოლო ჟანგბადის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მყოფთათვის – სიკვდილის რისკი ხუთჯერ იკლებს.

 

 

 

იტვირთბა....