ახალი ამბები მთავარი ციტატა

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ დექსამეტაზონი COVID-19-ის სამკურნალოდ დაამტკიცა

“ხელისუფლებამ დღეიდან ავტორიზება მოახდინა ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგო მსოფლიოში პირველი წამლის გამოყენებაზე, რომელსაც დამტკიცებულად შეუძლია დასწიოს გარდაცვალების რისკი… მთავრობის მიერ დაფინანსებულმა ამ წამლის გამოცდამ, ცხადყო, რომ ის არსებითად ამცირებს გარდაცვალების რისკს პაციენტებში, რომლებსაც სჭირდებათ ჟანგბადით მკურნალობა. ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა წამალი ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის დაწესებულებებში დიდი ბრიტანეთის მთელ ტერიტორიაზე.”

აღნიშნული განცხადება ბრიტანეთის ხელისუფლებამ, დექსამეტაზონის COVID-19-ის სამკურნალოდ დამტკიცებასთან დაკავშირებით გაავრცელა.

მათი განცხადებით, დექსამეტაზონი კორონავირუსისგან განსაკურნად მსოფლიოში პირველი წამალია.

ცნობისთვის, ბრიტანელმა მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ დექსამეტაზონი კორონავირუსის პირველი წარმატებული პრეპარატია.

საკითხთან დაკავშირებით განცხადება, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა და განაცხადა, რომ პრეპარატს, კოვიდ ინფიცირებულებისთვის საქართველოშიც იყენებენ.

ინფექციონისტი, მაია ბუქაშვილი კი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მოსაზრებების დონეზეა.

იტვირთბა....