“რა თქმა უნდა, საფრთხე მიმდინარეა. როცა მკვლელობის ერთი შემსრულებელი დაკავებულია, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა “ქილერი” ვერ მოიძებნება. როცა ასეთი ტიპის ბრძანებაა გაცემული და თანხაცაა გამოყოფილი, სხვა “ქილერიც” მოიძებნება. უბრალოდ, აქ სპეციფიკა ისაა, რომ ეს ამბავი გახმაურდა და აქ მყისიერი საფრთხე აღარ არსებობს. შესაძლოა, დამკვეთმა დროებით ხელი აიღოს. ზუსტად ამიტომაა მნიშვნელოვანი დამკვეთის დასახელება.”
ნინო ჯანგირაშვილი -ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი
ამის შესახებ ნინო ჯანგირაშვილმა “დღის ამბებში” განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული. მომხდარის მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.