“ეს საკითხი ბოლომდე არ ვიცი. ისტერია, მგონი გაბუნიასაც არ დაუკლია არავის მიმართ, ამიტომ, ვერ გეტყვით რასთან გვაქვს საქმე. ყველა ინფორმაცია თუ არ გაქვს, დასკვნის გაკეთება საკმაოდ რთულია.”
რომან კაკულია – “ქართული ოცნების” წევრი
ამის შესახებ რომან კაკულიამ რუსთავი 2-თან განაცხადა..
შეგახსენებთ, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული. მომხდარის მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.