ვარკეთილში გაჩენილი ხანძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივები არიან შეკრებილი, ერთ-ერთი დაზარალებული მოვაჭრე ცუდად გახდა.
შუა ხნის მამაკაცმა მოულოდნელად გონება დაკარგა და წაიქცა, შედეგად კი თავი მყარ საგანს დაარტყა, რამაც მისი მდგომარეობა დაამძიმა.
მამაკაცს დახმარება აღმოუჩინეს ადგილზე მოვილიზებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა. მოგვიანებით კი, მამაკაცის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.
“მეტრონომის” რეპორტიოდმა მომხდარი ინციდენტი გადაიღო.
ხანძრის გაჩენის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები, მეხანძრე-მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის რამდენიმე ინციდენტიც მოხდა.
ცნობისთვის, ვარკეთილსი ხალძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ხოლო, სახანძრო-სამაშველო ბრიგადის თანამშრომლების ინფორმაციით, ცეცხლი 1000-1500-მდე კვ.მ-ზე გავრცელდა.