ვარკეთილში შერეულ ბაზარის ტერიტორიაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა, ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის რამდენიმე ინციდენტი მოხდა.
სიტყვიერი დაპირისპირება ერთ-ერთი დაზარალებული ქალბატონის მოთხოვნამ გამოიწვია, რომელსაც სურდა პოლიციის თანამშრომებს ადგილიდან ავტომობილები გაეყვანათ და ადგილი გაეთავისუფლებინათ.
ადგილზე “მეტრონომის” რეპორტიორმა გადაიღო ვიდეო, სადაც დაზარალებული მოქალაქისა და სამართალდამცავის დაპირისპირებაა ასახული.
ცნობისთვის, ვარკეთილსი ხალძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ხოლო, სახანძრო-სამაშველო ბრიგადის თანამშრომლების ინფორმაციით, ცეცხლი 1000-1500-მდე კვ.მ-ზე გავრცელდა.