ახალი ამბები მთავარი ციტატა

“მკვლელობის მცდელობა ერთ-ერთი ცნობილი ქართველი ჟურნალისტის – პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას” – სამადაშვილი

“ჟურნალისტების მკვლელობა არის რუსეთში ჩვეული ამბავი – ის ითვლება ჟურნალისტებისთვის ერთერთ სახიფათო ქვეყნად. მაგრამ ეს არ იყო ჩვეულებრივი ამბავი საქართველოში. გაბუნიასთან დაკავშირებული მძიმე ამბავი აჩვენებს, რომ ამ სივრცემ გადმოინაცვლა ჩვენს ქვეყანაში. როცა გვეუბნებიან მოკავშირეები, მათ შორის აშშ-ის კონგრესი, რომელიც ანგარიშში წერს, რომ რუსეთს ემსგავსება საქართველოს პოლიტიკური გარემო, ხდება პუტინის რეჟიმის ტიპის სახელმწიფო და შორდება დასავლეთს. ვსაუბრობთ მკვლელობის მცდელობა ერთერთი ცნობილი ქართველი ჟურნალისტის – პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას.”

სალომე სამადაშვილი – “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი

ამის შესახებ სამადაშვილმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

გიორგი გაბუნია მასზე დაგეგმილ თავდასხმას გამოეხმაურა. მისი თქმით, ის, რომ მას უთვალთვალებდნენ დაცვამ შეამჩნია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.

შეგახსენებთ, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა – ინფორმაციას ამის შესახებ, “ფორმულამ” გაავრცელა.

მათივე ცნობით, დაკავებული პირი საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.

სუს-მა, დაკავებული ეთნიკური ჩეჩენის საქმის გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაცია ქავთარაძის ქუჩაზეც ჩაატარა და პანკისშიც. გამოძიება მას ყალბი დოკუმენტების შენახვა-შეძენას და დამზადებას ედავება. 

იტვირთბა....