“ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარეა, ის არ არის არაფორმალური ლიდერი, ის არის ფორმალური ლიდერი. არაფორმალური ლიდერი მიხეილ სააკაშვილია, რომელიც რომან გოცირიძეს ურეკავს, იგი არც საქართველოს მოქალაქეა და არც ნაციონალურ მოძრაობასთან აქვს ფორმალური კავშირი, მაგრამ ის ერთვება კონკრეტულ ტელევიზიაში და მოძღვრავს თავის “კლასტერს”, თუ როგორ გადააყირავოს ეს ქვეყანა. ეს არის არაფორმალური მმართველობა, რასაც მიხეილ სააკაშვილი აკეთებს საქართველოს წინააღმდეგ.”
მიხეილ ყაველაშვილი – “ქართული ოცნების” წევრი
ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან, საქართველოსა და დასავლელ პარტნიორებთან არსებულ ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ურთიერთობების ნიშნული, რაც დღეს არის, არასდროს ყოფილა.