თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადების გამო, აღკვეთი ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და სახელმწიფო საზღვრის კვეთა აეკრძალა.
შეგახსენებთ, გუშინ ირაკლი ოქრუაშვილი საგამოძიებო კომისიაში გამოკითხვაზე დაიბარეს, სადაც მისვლაზე უარი განაცხადა.
საგამოძიებო კომისიის თავდჯომარემ, თეა წულუკიანმა გამოუცხადებლობის გამო ოქრუაშვილის საქმე პროკურატურას გადასცა.
პროკურატურამ ოქრუაშვილს “საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე” ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინა, რომელიც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

