რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი Telegram არხზე ბირთვული კონფლიქტის საფრთხეზე საუბრობს და წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ამას სიტყვიერად მაინც აღიარებს, ევროპელები – არა.
მედვედევის თქმით, უკვე დიდი ხანია ცნობილია, თუ რით დასრულდება ეს.
“მიუხედავად იმისა, მარაზმატიკი ბაიდენის ადმინისტრაცია ამტკიცებდა, რომ ბირთვული კონფლიქტის საფრთხე არ არსებობდა, ეს იყო ცინიკური ტყუილი: საფრთხემ უმაღლეს დონეს მიაღწია. ტრამპის ადმინისტრაცია ამას სიტყვიერად მაინც აღიარებს ევროპელი იდიოტები – არა. პირიქით, მათ კვლავ დაიწყეს თავიანთი მწირი სტრატეგიული პოტენციალის შენჯღრევა. სიტუაცია ისეთია, რომ ეგრეთ წოდებული “უკრაინის” გარშემო კონფლიქტის სრული დასრულების შემთხვევაშიც კი, უახლოეს ათწლეულებში ბირთვული განიარაღება შეუძლებელია. მსოფლიო შექმნის ახალ, უფრო დესტრუქციულ იარაღს და სულ უფრო მეტი ქვეყანა მოიპოვებს ბირთვულ არსენალს“,– დაწერა მედვედევმა Telegram-ზე.