ტელეკომპანია “სიენენი” აშშ-ში კიდევ ერთი ფერადკანამამაკაცის დაკავების ამსახველ ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ დაკავებისას შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.
გამოცემის ცნობით, ვიდეო შარშან, ოკლაჰომა-სიტიშია გადაღებული. ხოლო, მასში ნაჩვენებია 42 წლის დერიკ სკოტის დაკავების ფაქტი.
ვიდეოში ჩანს, რომ სამართალდამცავები გაქცეულ მამაკაცს მისდევენ, დაკავების შემდეგ კი მიწაზე აწვენენ. ვიდეოში ასევე ისმის დაკავებულის ხმა: „ვერ ვსუნთქავ“ და პოლიციელის პასუხი : „არ მაინტერესებს.“
მამაკაცის აუტოფსიის შედეგებმა აჩვენა, რომ დერიკ სკოტის სიკვდილის მიზეზი ფილტვის კოლაფსი გახდა.