პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელი და თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი, “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს და “ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმაურება.
როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, საქართველოს და ახლა მიმდინარე პროცესს ზიანს, არა სააკაშვილი არამედ ივანიშვილთან გარიგებული ბოკერია მოუტანს.
“ლაპარაკობს “ფსევდო ოპოზიცია”, ლაპარაკობს ბოკერია! თბილისის დროით ოლიგარქთან-ივანიშვილთან გარიგების დროა. ლაპარაკობს და აჩვენებს “შუშის სასახლე“,”პოლიტიკურ ეგოიზმზე” ლაპარაკობს ბოკერია.
P.S. ფრთხილად საქართველოვ – ბიძინას “შუშის სასახლიდან”, ბოკერიას “შიშის სასახლემდე“ ერთი ან ორი ნაბიჯია. გეგმა “ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე”. ნაციონალურ მოძრაობას პატრიოტი და იდეალისტი ამომრჩეველი ჰყავს, “ძალა ერთობაშიას“ უძლიერესი და გონიერი ამომრჩეველი ჰყავს. აბა თქვენ იცით ახლა – პროცესი ამომრჩეველმა – ხალხმა უნდა მართოს, ფრთხილად მეგობრებო, სანამ ლევიტანის ხმა არ გავიგონეთ რადიოში!” – წერს ჩარკვიანი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის არ აპირებს მშვიდად უყიროს საქართველოს განადგურებას და ემზადება გამარჯვებისთვის.
გიგა ბოკერია, სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და განცხადა, რომ „ევროპული საქართველოსა“ და ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილის წინა ხაზზე სააკაშვილი ვერ იქნება.
ექპრეზიდენტის ამ განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის განცხადება მისი მხრიდან არის უკრაინის მოქალაქის პირდაპირი ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში.
სააკაშვილისა და ზალკალიანინს აღნიშნულ განცხადებებს, საქართველოში უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვი ეხმაურება და აცხადებს, რომ ის, რომ უკრაინის მოქალაქე საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში ერევა, ქართული მხარის ხედვაა და “სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ წარმოშობით, სულით ქართველია და ის არასდროს შეწყვეტს, იყოს ქართველი.”