მთავარი ციტატა

“ეს არის ცნობილი ბრიყვული განცხადებები, რაზეც კომენტარსაც კი ვერ გავაკეთებ”- ხუხაშვილი ხელისუფლების განცხადებებზე

“ხელისუფლების შეფასებებზე, რომ კონგრესმენები “ნაცმოძრაობის” ლობისტები არიან, ამაზე კომენტარის გაკეთებაც კი შეუძლებელია, ეს არის ცნობილი ბრიყვული განცხადებები, რაზეც კომენტარსაც კი ვერ გავაკეთებ.”

გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი

ამის შესახებ გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” ინტერვიუში აშშ-ის კონგრესმენების მიერ მომზადებული მოხსენების კომენტირებისას განაცხადა.

ამასთან, როგორც ხუხაშვილმა “მეტრონომთან” ინტერვიუში განაცხადა, საერთაშორისო პარტნიორების ყოველი ახალი შეფასება წინა შეფასებასთან შედარებით უფრო მძიმეა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახლად გამოქვეყნებულ სტრატეგიაში – Report USA, რომელსაც 13 ამერიკელი კონგრესმენი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.

საპასუხოდ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკელი კონგრესმენების ანგარიშს ” დაბალი რანგის დოკუმენტს” უწიდებს და აცხადებს, რომ კონგრესმენები, რომლებიც დოკუმენტს ხელს აწერენ, “ნაციონალური მოძრაობის” ლობისტები არიან.

იტვირთბა....